შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, 45 პირია დაკავებული. მათ შორის, 8 - გუშინ დააკავეს. ერთ-ერთია აკადემიკოსი, ექიმი, 71 წლის გიორგი ჩახუნაშვილი. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლო დღეს რამდენიმე პირის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც იმსჯელებს.