ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებული თავდასხმების შემდეგ რუსეთში საწვავის დეფიციტმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს არაერთხელ შესთავაზეს ომის დასრულება ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინის პრეზიდენტმა დობროპოლიის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ზელენსკის თქმით, 21 აგვისტოს შემდეგ, დობროპილიაში 7 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.