გიორგი კინოიანი თავისუფალია. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ტუმასიანი ავრცელებს. აქტივისტის ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთში მის ექსტრადიციაზე უარი თქვა. 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ დააკავეს. ის მშობლებთან ერთად სომხეთში მიემგზავრებოდა. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით, კანოიანზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.