4 ოქტომბრის შემდეგ მასიური დაკავებების ფონზე პოლიტიკური სუბიექტები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ - Palitra News

4 ოქტომბრის შემდეგ მასიური დაკავებების ფონზე პოლიტიკური სუბიექტები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ

2025-10-09 09:22:07+04:00

4 ოქტომბრის შემდეგ მასიური დაკავებების ფონზე პოლიტიკური სუბიექტები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ - პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა აუცილებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით კონკრეტულ გეგმებზე საუბარი უჭირთ. ოპოზიციურ ფლანგზე ხაზს უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობასაც უსვამენ. “ქართულ ოცნებაში” კი აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დღის წესრიგში ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების გაუქმება დადგება. მათივე თქმით, თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შედეგის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს პროექტი ჩავარდა.