საფრანგეთის პარლამენტმა ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა უარყო - Palitra News

საფრანგეთის პარლამენტმა ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობა უარყო

2025-10-08 16:50:52+04:00

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ბიურომ უარყო მემარცხენე პოლიტიკური ძალების ინიციატივა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იმპიჩმენტის შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შუამდგომლობა საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ, „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, წარადგინა 104 მემარცხენე დეპუტატის მხარდაჭერით.

უფრო ზომიერი მემარცხენე პარტიები მაკრონისგან პრემიერ-მინისტრის საკუთარი რიგებიდან დანიშვნას მოითხოვენ.

საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ, დაიწყო მოწოდებები პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, ასევე მაკრონის გადადგომის შესახებ.