შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 5 პირი დააკავა. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, ხოლო 3 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. ამასთანავე, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით გრძელდება.