ემუქრება თუ თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

ემუქრება თუ თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში

2025-10-08 12:29:37+04:00

ემუქრება თუ თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას? ეს შეკითხვა პოლიტიკურ სქექტრში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპარლამენტში 518-მა დეპუტატმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის გამარტივებას მხარი დაუჭირა. ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და ექსპერტები აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე საკმაოდ რეალურია - მათივე შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია იმაზე უფრო ადრე შეწყდეს, ვიდრე ეს დაგეგმილია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩმევენ, რომ დროა საზოგადოებამ პასუხოსმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და მშვიდობიანი პროტესტით, საკუთარი პოზიცია კვლავ რუსთაველის გამზირზე გამოხატოს.