რა მოხდა 4 ოქტომბერს - ვინ იღებდა საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობას და რატომ საუბრობენ ბრალდებული ოპოზიციონერები ღალატის შესახებ? ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში 4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტებს ორგანიზატორთა შეცდომად მიიჩნევენ, თუმცა განმარტავენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რაციონალური და მშვიდობიანი პროტესტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე მშვიდობიანად იდგა რუსთაველის გამზირზე, რაც, მათივე შეფასებით, აჩვენებს იმას, თუ სად იდგა ჩვენი ქვეყანის მოსახლეობა - საარჩევნო ყუთებთან თუ საპროტესტო აქციაზე.