შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 5 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, ხოლო 3 პირი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. უწყების თანახმად, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით. ამასთანავე, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით გრძელდება.