საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ბრუნო ლე მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა - Palitra News

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ბრუნო ლე მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა

2025-10-07 15:57:19+04:00

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ბრუნო ლე მერი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლე მერმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ბრუნო ლე მერის განცხადებით, მთავრობაში მოსვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავს ვალდებულად თვლიდა რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ემსახურა საფრანგეთისთვის და ფრანგი ხალხისთვის. მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პრეზიდენტ მაკრონს გადადგომის თხოვნით მიმართა. ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა – ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.