ირაკლი აბესაძე - იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს - საბოლოო სასჯელი დაწერილია - Palitra News

ირაკლი აბესაძე - იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ძალაუფლების დათმობისთვის მშვიდობიან შეკრებას გაუკეთეს ორგანიზება, ამაში თავს დამნაშავედ ვერც ერთი ვერ იგრძნობს - საბოლოო სასჯელი დაწერილია

2025-10-07 15:49:22+04:00

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ძალადობრივად ჩართვის მიზნით, ხუთივე ბრალდებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწოდებებით გამოდიოდა.უფლებამდამცველები კი აცხადებენ, რომ ბრალდების შინაარსი გაუგებარია, საქმეში დანაშაულის არც ერთი ნიშანი არ არის და დაკავებულების ქმედება არა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში დაბრუნება იყო. ერა მტკიცებულებები დევს საქმეში, რას აცხადებენ დაცვისა და ბრალდების მხარეები.