შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, იდენტიფიცირებული კიდევ ორი პირის მიმართ კი - ძებნაა გამოცხადებული - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა, იდენტიფიცირებული კიდევ ორი პირის მიმართ კი - ძებნაა გამოცხადებული

2025-10-07 15:42:48+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. იდენტიფიცირებული კიდევ ორი პირის მიმართ კი - ძებნაა გამოცხადებული. დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. "ქართულ ოცნების" წევრების განცხადებით, 4-ი ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვითარების ესკალაციის მიზნით მუშაობდნენ. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ უნდა დაელოდონ შესაბამის ზომებს.