ინფლაცია კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.
პუბლიკაციის მიხედვით, სექტემბერში, მოლოდინების შესაბამისად, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4.8% შეადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ უცვლელი პროგნოზის თანახმად, ინფლაცია მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ინფლაციაში მზარდია ადგილობრივი ფაქტორების როლი, თუმცა აღსანიშნავია ერთჯერადი ეფექტები და იმპორტული ინფლაციის აჩქარებაც",- აღნიშნულია მიმოხილვაში.