მსოფლიო ბაზარზე ოქრო ისევ ძვირდება და მისი ფასი უნციაზე 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ოქროს ფასის მორიგი რეკორდია - Palitra News

მსოფლიო ბაზარზე ოქრო ისევ ძვირდება და მისი ფასი უნციაზე 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ოქროს ფასის მორიგი რეკორდია

2025-10-07 13:40:49+04:00

ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. მსოფლიო ბაზარზე ოქრო ისევ ძვირდება და მისი ფასი უნციაზე 4 ათას დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, რაც ოქროს ფასის მორიგი რეკორდია.

ოქრო ძვირდება საქართველოშიც. დღეისათვის, ყველაზე მეტად გაძვირებულია 999 სინჯის, ე.წ. ბაჯაღლო. თუ ორიოდე კვირის წინ 1 გრამის ფასი 300 ლარს შეადგენდა, დღეს მისი შეძენა 330-დან 350 ლარამდეა შესაძლებელი. რაც შეეხება 585 სინჯის ოქროს, მისი ღირებულება კვლავ 230 ლარის ფარგლებში მერყეობს. Goldprice-ის ბოლო მონაცემებით, 1 უნცია ოქროს ფასი 3 950 დოლარს შეადგენს, რაც ერთი თვის წინანდელ ფასთან შედარებით 8,68%-ით მეტია. ექვსი თვის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, ოქრო დაახლოებით 32%-ით არის გაზრდილი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ფასი დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი. ძვირფასი ლითონის გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად გეოპოლიტიკური დაძაბულობა სახელდება, რის გამოც ინვესტორები დასაბანდებლად ოქროს სახით ინვესტირების უსაფრთხო გზებს ეძებენ.