„გალტ&თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით, ხოლო 2026 წელს 6%-ით გაიზრდება - Palitra News

„გალტ&თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით, ხოლო 2026 წელს 6%-ით გაიზრდება

2025-10-07 13:38:09+04:00

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით, ხოლო 2026 წელს 6%-ით გაიზრდება. ასეთია „გალტ&თაგარტის“ პროგნოზი, რომელიც გარკვეულწილად საქსტატის არსებულ მონაცემებს ეფუძნება. საქსტატის მიხედვით კი, 2025 წლის აგვისტოში რეალური მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად კი, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. ამასთან, აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ცნობისთვის, იქამდე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა ორმა უმსხვილესმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა. EBRD-სა და ADB-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ნაცვლად აქამდე დასახელებული 6%-ისა, 7%-ით გაიზრდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ მთავრობამ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.