მაკა ბოჭორიშვილი - ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესებზე ობიექტური და სამართლიანი განცხადებები გაკეთდეს - 4 ოქტომბერს პოლიტიკურად ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო, არ იყო შავი დღე! - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესებზე ობიექტური და სამართლიანი განცხადებები გაკეთდეს - 4 ოქტომბერს პოლიტიკურად ძალიან მზიანი და კარგი ამინდი იყო, არ იყო შავი დღე!

2025-10-07 15:43:28+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. მოგვიანებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ და მათი მიზანი იყო ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ.