სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის განცხდებით, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - Palitra News

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის განცხდებით, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

2025-10-07 12:38:52+04:00

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, კიევში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინასთან ერთობლივი თავდაცვითი პროექტების საკითხებს განიხილავს. სლოვაკეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ.