უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰამასის” დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა - Palitra News

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰამასის” დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

2025-10-07 12:37:56+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჰამასის” დელეგაციასა და ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება. შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ისრაელის დელეგაციაც იმყოფება. ეგვიპტეში მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. კერძოდ, ისრაელისა და "ჰამასის" წარმომადგენლები, ასევე შუამავლები, შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი, ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას განიხილავენ . პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია.