აშშ-ის სენატმა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიერ მთავრობის დაფინანსების და მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ წარდგენილი წინადადებები კვლავ ვერ დაამტკიცა. „დემოკრატების“ წინადადება 45-55 ხმით ჩავარდა, ხოლო რესპუბლიკელების კანონპროექტი - 52-42 ხმით. ორივეს მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ხუთი დღის წინ დაწყებული “შათდაუნი“ გრძელდება. კენჭისყრამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ჩავარდნილი კენჭისყრა მასობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს. „დემოკრატები“ მოითხოვენ, რომ კანონმდებლობა ჯანდაცვის საკითხებსაც მოიცავდეს, „რესპუბლიკელები“ კი დაფინანსების „სუფთა“ კანონპროექტს.