საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. მედიასთან პირველი კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დიპლომატებთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა. მმართველი გუნდი ელჩებს დიპლომატიურ ენას უწუნებს და განმარტავს, თუ რატომ ინარჩუნებს ქართული ოცნება მათი მისამართით მოთმინების პოლიტიკას და რატომ იკავებს სახელმწიფო ამა თუ იმ ელჩის გაძევებისგან თავს. რას შეეხებოდა ელჩებთან შეხვედრა და რას ამბობს ჰერჩინსკი?!