შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. იდენტიფიცირებული კიდევ ორი პირის მიმართ კი - ძებნაა გამოცხადებული. დაკავებულებიდან 4 პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. პარტიაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანია, აქციის მონაწილეები დააშინონ და ამ ფორმით, საპროტესტო მუხტი ჩაახშონ. როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები, ქუჩის პროტესტის გაგრძელებაზე აქცენტირებენ. თუმცა, ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარია-საქართველოსთვის გუნდის წარმომადგენლებმა, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვაზე საუბარი დაიწყეს. გახარიას გუნდის პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შედიან, პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით კი - მსჯელობენ. რა შეფასებები კეთდება 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და როგორ უყურებენ მხარეები პროცესის გაგრძელებას?!