სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციაში ხელშეწყობა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 112 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.