ბრალი წარუდგინეს სუსის მიერ დაკავებულ კაცს, რომელიც, უწყების მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა - Palitra News

ბრალი წარუდგინეს სუსის მიერ დაკავებულ კაცს, რომელიც, უწყების მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა

2025-10-07 12:29:18+04:00

ბრალი წარუდგინეს სუსის მიერ დაკავებულ კაცს, რომელიც, უწყების მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა. სახელმწიფო ბრალდება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედავება. გამოძიების თანახმად, ბრალდებული საბრძოლო მასალას „მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მალავდა. პროკურატურა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.