საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა - Palitra News

საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა

2025-10-07 12:01:49+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.