ზვიად გაბისონიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა - Palitra News

ზვიად გაბისონიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

2025-10-07 09:30:44+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მინისტრის მოადგილემ თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.