4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციურ სივრცეში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მათი ნაწილი პროტესტის ორგანიზატორებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რევოლუციური სცენარის ჩაშლა პროტესტის მუხტს კლავს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთ დღეში შეცვლა არარეალური დაპირებაა, პროტესტმა კი უწყვეტი სახე არ უნდა დაკარგოს. გახარია საქართველოსთვის გუნდისა და ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ბოიკოტმა არჩევნების შედეგებზე ნეგატიური გავლენა იქონია. ექსპრემიერის გუნდში მსჯელობენ, დაუბრუნდებიან თუ არა საპარლამენტო მუშაობას.