ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა

2025-10-06 21:40:40+04:00

ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა. ისრაელის მთავრობის მეთაურმა მკაცრად გააკრიტიკა ღაზას სექტორში ისრაელის სტრატეგიასთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი არ არის წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის პროცესში. ნეთანიაჰუს თქმით, ევროპა არ მონაწილეობს სამშვიდობო გეგმის პროცესში, რადგან ევროკავშირი ფაქტობრივად დანებდა პალესტინურ ტერორიზმსა და რადიკალ ისლამისტურ უმცირესობას. მისი შეფასებით, ეს არის ჯილდო ისლამისტებისთვის. ისრაელის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ევროპის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს.