საფრნაგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგმომის შემდეგ, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ გადადგომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სამართავად საჭირო პირობები არ არსებობს - Palitra News

საფრნაგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგმომის შემდეგ, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ გადადგომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სამართავად საჭირო პირობები არ არსებობს

2025-10-06 21:38:48+04:00

საფრნაგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგმომის შემდეგ, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ გადადგომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სამართავად საჭირო პირობები არ არსებობს. როგორც თავად განმარტავს, ის ცდილობდა, რომ ბევრ სადავო საკითხზე ეთანამშრომლა დასაქმებულებთან და პროფკავშრებთან. საფრანგეთის უკვე ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მოქმედებენ ისე, თითქოს მათ აქვთ უმრავლესობა და ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ კომპრომისზე. სებასტიან ლეკორნუმ ემანუელ მაკრონს გადადგომის მოთხოვნით დღეს დილით მიმართა და პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ლეკორნუმ საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე სულ 27 დღე იმუშავა - ეს არის საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე ვადა.