„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ამზადებს სარჩელს, რომელსაც უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები პოლიტიკური სივრციდან უნდა გაქრნენ. საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მოსმენილ ჩვენებებს ეყრდობა, თუმცა შალვა პაპუაშილი აცხადებს, რომ ბოლო მოვლენებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებები გააჩინა, რომელსაც აღნიშნულ სარჩელში ასახავენ. დღეს ამ თემაზე სოფო თეთრაძე მუშაობდა და მან მოამზადა სიუჟეტი, რომელსაც ახლა ნახავთ.