4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებული მოვლენებს საერთაშორისო ლიდერებიც ეხმაურებიან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, მარტა კოსისა და კაია კალასის ერთობრლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განსხვავებული აზრი მასშტაბურად ჩაახშვეს. ევროკავშირის გარდა, ნორვეგიის საგარეო უწყება და ცალკეული ევროპელი ლიდერები „ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკაზე მიუთითებენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას მხოლოდ ახალი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები გამოიწვევს. „ქართულ ოცნებაში“ ამ განცხადებების გამო ევროკავშირს გამო მწვავე კრიტიკით პასუხობენ. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ საკითხს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერიც გამოეხმაურა.