მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 ოქტომბერს დილის 10 საათზე დაიწყება. წარდგენილი მუხლებით მათ სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რის გამოც ნებისმიერი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად არა სისხლის სამართლის დანაშაულს, არამედ ყველა მოქალაქის ვალდებულებას წარმოადგენს. დღეს ამ თემაზე ეკა ლემონჯავა მუშაობდა და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.