მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები შეაჩერა - Palitra News

მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები შეაჩერა

2025-10-03 12:06:43+04:00

მიუნხენის აეროპორტთან ახლოს დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტმა ავიარეისები შეაჩერა. მიუნხენის აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუქმდა 17 რეისი და შეფერხდა 3 000 ადამიანის მგზავრობა. აეროპორტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ნიურნბერგში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა. ვარაუდობენ, რომ დღეს აეროპორტი გაიხსნება. გასულ კვირას, დრონების დაფიქსირების გამო, აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.