პენსია იზრდება - ვინ რამდენს მიიღებს 2026 წლიდან. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიდან უკვე ცნობილია, რომ 2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა 45 ლარით იზრდება და 495 ლარი გახდება. ამავე ასაკობრივი კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 594 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, მისი ოდენობა 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარი იქნება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები იგივე ასაკის პენსიონერები 444 ლარს აიღებენ. პენსიის ზრდის გარდა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელის ზრდა 20 ლარით იგეგმება.