სამეგრელოს პოლიციამ 25 ტონამდე საწვავის ქურდობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.