გლდანსა და ვარკეთილს ახალი მეტროსადგურები დაემატება.თბილისის მერის თქმით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, მერიამ გადაწყვიტა, მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე, ორივე მიმართულებით, როგორც ახმეტელის, ისე ვარკეთილის მიმართულებით, თითო სადგური დაამატოს. ვარკეთილში მეტროსადგურის აშენება საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და დიმიტრი ალექსიძის ქუჩების კვეთაზე იგეგმება. რაც შეეხება გლდანს, მეტროს ახალი ხაზი მეტროსადგურ ახმეტელიდან კენტ და ლუწ მიკრორაიონებს შორის, კერძოდ, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების გაყოლებაზე გაივლის. არსებული ინფორმაციით, ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე 1.2 კმ. იქნება და პიკის საათში 4 500 მგზავრს მიიზიდავს. რაც შეეხება გლდანის მხარეს პერსპექტიული დაგრძელების სიგრძე არის 1.1 კმ-ია, ხოლო მგაზვრთნაკადის გამტარუნარიანობა პიკის საათში 5 500 მგზავრი.
მერიაში ფიქრობენ, რომ ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელსაც სადგურის მოედნამდე მისასვლელად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორჯერ გადაჯდომა სჭირდებოდა. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო თითქმის 20 წუთით.