აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების გაცნობას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ და დევნილთა ხელშეწყობის მიზნით სამომავლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს.