"ლელო- ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძისა გამარჯვებისა და საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მუნიციპალური სამსახურებისგაფიცვის იდეაზე საუბრობს. ელისაშილის ამ განცხადებას ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის შეფასებით, წარმოუდგენელია, მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს. მისი განმარტებით, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვა მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბაღების მშენებლობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის და მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამების შეჩერებას გულისხმობს.