,,ჰანიველ ცემენტის” მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 ,,თბილისიმარათონი” 28 სექტემბერს გამიართება - Palitra News

,,ჰანიველ ცემენტის” მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 ,,თბილისიმარათონი” 28 სექტემბერს გამიართება

2025-09-22 21:28:51+04:00

,,ჰანიველ ცემენტის” მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 ,,თბილისიმარათონი” 28 სექტემბერს გამიართება. მარათონი 08:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და მასში 3500 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. თბილისი მარათონი 3 გარბენს მოიცავს: ნახევარმარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს. მარათონში არა მარტო სპორტსმენები, არამედ უცხოელი მორბენალები, ოჯახები ბავშვებით და ცხოველებით და ასევე შშმ პირები მონაწილეობენ. აღნიშნული მარათონის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საბერძნეთის საელჩოა. თბილისი მარათონის რეგისტრაციიდან შესული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.