ირაკლი კუპრაძე - ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება

2025-09-22 15:35:01+04:00

პარტია "ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის უფასო წამლების დაპირებას იძლევა. მისი შეფასებით, 2015 წლიდან დღემდე, ყველა აუცილებლად საჭირო მედიკამენტის ფასი გაიზარდა და პენსიონერებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის.