სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს - Palitra News

სერგეი ლავროვი - რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს

2025-09-17 15:26:24+04:00

რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლავროვის თქმით, კიევი ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას ხელი შეუშალოს. რუსული მედიის ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრის მთავარი თემაა „უკრაინის კრიზისი - გაეროს წესდების მიზნების და პრინციპების დაცვა“ და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ასევე, უკრაინა-რუსეთის ომს გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება კიევის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია.