რას აცხადებს მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი და რას ითხოვს  დაზარალებული 15 წლის ბიჭის ოჯახი - Palitra News

რას აცხადებს მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი და რას ითხოვს  დაზარალებული 15 წლის ბიჭის ოჯახი

2025-09-17 15:24:42+04:00

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც პროკურორი ნათია ნოზაძე აცხადებს, ხატია ვიბლიანმა 15 წლის ბავშვს ხელებისა და ფეხების გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, და გამოძიებასთან თანამშრომლობს. რამ გამოიწვია ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ფაქტი, რას ითხოვს დაზარალებული 15 წლის ბიჭის ოჯახი და რას ამბობს თავად მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი.