ოქროს მსოფლიო ფასი ახალ რეკორდებს ხნის, შესაბამისად ფასები ოქროს ნაკეთობებზე საქართველოშიც იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასმა უკვე 3 643 დოლარი შეადგინა. Goldprice-ის მონაცემებით, მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი მხოლოდ ერთ დღეში 0.23%-ით არის გაზრდილი, ერთ თვიან ჭრილში ფიქსირდება 8.9%-იანი მატება, წლიურად კი ოქრო 41%-ით არის გაძვირებული. აღსანიშნავია, რომ ფასი მზარდი ტემპით იზრდებოდა საქართველოშიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი თითქმის 1%-ით გაძვირდა, წლიურად კი ფასის მატებამ 30%-ს გადააჭარბა. რაც შეეხება ოქროს ფასს, ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ე.წ ბაჯაღლოს ფასი დღეს 300 ლარს შეადგენს, 585 სინჯის ოქრო კი 230 ლარი ღირს.