საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.