ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დასაკითხად, სახელმწიფო ბრალდებას დღეს 11 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათ შორის მათ შორის ტაქსის ის მძღოლი, რომელმაც საქმეზე ბრალდებული გელა უძილაური ვაზისუბნიდან მრგვალ ბაღამდე მიიყვანა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული. შემთხვევა 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უძილაურს 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.