გერმანიის ელჩის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა - Palitra News

გერმანიის ელჩის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა

2025-09-13 20:17:20+04:00

გერმანიის ელჩის მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ბრიტანეთის საელჩოში მმართველი პარტიის მიერ გერმანელი დიპლომატის კრიტიკას „მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლესი მაგალითი“ უწოდეს - საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას. ამასთანავე, ბრიტანეთის დიპლომატიური მისია ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოსა და აგრესიულს უწოდებს. პეტერ ფიშერის მიმართ "ქართული ოცნების" მკაცრ კრიტიკას ასევე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.