გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა - Palitra News

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა

2025-09-13 13:10:30+04:00

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა.

დეკლარაციის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი 142-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 10-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

აშშ-მა, ისრაელმა, არგენტინამ, უნგრეთმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, პარაგვაიმ და ტონგამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობს.