თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ - Palitra News

თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

2025-09-12 09:29:29+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის - ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. მათი შეფასებით, ბურჭულაძე დამნაშავეა, თუმცა ახლა “ქართული ოცნების’’ მიზანია მკაცრად გაუსწორდეს ყველას, ვინც მათ პოლიტიკას არ იზიარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გამოძიებით დგინდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 9-12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.