ეუთო/ოდირმა მმართველი გუნდის მოწვევას, სადამკვირვებლო მისია გამოგზავნონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, უარით უპასუხა - Palitra News

ეუთო/ოდირმა მმართველი გუნდის მოწვევას, სადამკვირვებლო მისია გამოგზავნონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, უარით უპასუხა

2025-09-11 13:29:40+04:00

ეუთო/ოდირმა მმართველი გუნდის მოწვევას, სადამკვირვებლო მისია გამოგზავნონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, უარით უპასუხა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მოწვევა არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. საკითხზე პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული შეფასებები კეთდება. ოპოზიციის ერთი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მეორე ნაწილი კი - გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს და აქტიურ საარჩევნო კამპანიასაც აწარმოებს. 4 ოქტომბერი ორივე მხარისთვის განსხვავებული მნიშვნელობის თარიღია. არჩევნებში მონაწილე პარტიები მოქალაქეებს საარჩევნო უბნებთან მისვლას და ოპოზიციის სასარგებლოდ ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ, 8 პოლიტიკური ძალა კი