საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ სკოლასთან პოლიციასა და სკოლის მოსწავლეებს შორის, რომლებიც სასწავლებელს ბლოკავდნენ, შეტაკება მოხდა - Palitra News

საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ სკოლასთან პოლიციასა და სკოლის მოსწავლეებს შორის, რომლებიც სასწავლებელს ბლოკავდნენ, შეტაკება მოხდა

2025-09-10 15:53:51+04:00

საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ სკოლასთან პოლიციასა და სკოლის მოსწავლეებს შორის, რომლებიც სასწავლებელს ბლოკავდნენ, შეტაკება მოხდა. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. პარიზში დილიდან დაკავებულია სულ მცირე, 95 ადამიანი. აქტივისტების ნაწილმა ცეცხლი გააჩინა და პოლიციელებს პიროტექნიკა დაუშინა. პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დღეს დილიდან საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სასწავლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების ბლოკირების მცდელობისას სულ მცირე, 105 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 95 ადამიანი პარიზში. ფრანგული მედია წერს, რომ აქტივისტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გზებს ამ წუთებშიც ბლოკავენ. მედია ასევე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შესახებ იუწყება.