1. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა „შავი ზღვის გალურჯება“| (BBSEA) პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფის და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით. ანგარიშში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები ოთხი მიმართულებით:შეხვედრაზე მხარეებმა პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს.